დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება

დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება

თუ სამსახურში მეგობრებს და ოჯახის წევრებს WhatsApp-თ ან "ფეისბუქის" საშუალებით ეკონტაქტებით, გადაამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ამის კეთება თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოსცა წესდება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულის მიერ სამუშაო საათებში ჩატში გაგზავნილი პირადი მესიჯები და მეილი წაიკითხოს.

ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში მას შემდეგ მიიღეს, რაც 2007 წლის საქმე განიხილეს. მაშინ რუმინეთში ბოგდან ბარბულესკუ სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მისმა დამქირავებელმა აღმოაჩინა, რომ დასაქმებული პირად მესიჯებს გზავნიდა "იაჰუ მესენჯერით" სამუშაო საათებში.

ბარბულესკუმ დამქირავებელს სასამართლოში უჩივლა პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის ხელყოფის გამო. მან საქმე რუმინეთის სასამართლოში წააგო, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ მოსამართლეებმა ბარბულესკუ კომპანიის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს - კომპანიის წესდების თანახმად, სამუშაო საათებში კომპანიის საკუთრებაში მყოფი ხელსაწყოდან პირადი მიმოწერის განხორციელება იკრძალებოდა.

ამჟამად სასამართლოს განჩინება ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში შემავალ ყველა ქვეყანაზე გავრცელდა. მოსამართლეების განცხადებით, რეგულაციის გარეშე თანამშრომლის პირადი მიმოწერის წაკითხვა დაუშვებელი და დასჯადია. დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულს შეატყობინოს სამსახურში არსებული შიდა რეგულაციების ხასიათი. დამსაქმებელს შეეძლება მხოლოდ სპეციფიური ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო სასამართლოს განკარგულების გარეშე თანამშრომლის პირადი მიმოწერის უნებართვოდ წაკითხვა კვლავ დაუშვებელი რჩება.

მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია