თბილისის პოლიციის უფროსად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

თბილისის პოლიციის უფროსად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ