შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?

შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალს შეასრულებს. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისს უკავშირდება. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ. თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები... თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ "ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება".

სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:

- როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?

- ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას - დიზაინერს, ავადმყოფობისას - რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად - საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია