ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე, 5 კმ-მდე მანძილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები.

აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია