ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია

ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია

ლარმა დაგროვებითი ფუნქცია თითქმის დაკარგა, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი უკვე 70%-ს მიუახლოვდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ლარში განთავსებულ ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა, მოსახლეობა ფულს მაინც დოლარში ინახავს, ნდობადაკარგულ ეროვნულ ვალუტას კი მხოლოდ წვრილი ოპერაციებისთვის იყენებენ. დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში ყველა ძვირადღირებული ოპერაცია დოლარში ხორციელდება, ბინები და ავტომანქანები დოლარში იყიდება, დოლარშივე ქირავდება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. არადა, კანონმდებლობით, ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა ლარია. სპეციალისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი დოლარის მიმოქცევას ზღუდავდეს ქვეყნის შიგნით და კანონს იცავდეს, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის ყველა მხრივ გავრცელებას. ამას ემატება ლარის დევალვაციაც და საბოლოო ჯამში კი მისდამი ნდობა სულ უფრო ეცემა. ხალხიც დანაზოგს უკვე დოლარში აკეთებს.

2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-მდე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ყველა წამყვანმა ბანკმა ლარში სარგებელი რამდენჯერმე გაზარდა, ეროვნულმა ვალუტამ ნდობა მაინც ვერ მოიპოვა. ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 11,9%-ია, უცხოურ ვალუტაში - 4,4%. მიუხედავად ამისა, დანაზოგი მაინც უცხოურ ვალუტაში კეთდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში ანაბრების მოცულობა 2015 წლის 11 თვის მონაცემებით 14,076 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე განთავსებულია 4,394 მლრდ, ანუ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 31%, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი - 9,682 მლრდ, დაახლოებით, 69%.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ 2014 წელს, ვიდრე საქართველოში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო 60%. კრიზისის პერიოდში კი ხალხმა საკუთარი დანაზოგი დოლარში შეინახა და დოლარიზაციის მაჩვენებელიც გაიზარდა.

"ყოველ წელს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის და წერს დასკვნას, იქ მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი უნდა შეამციროს. იქვე აღნიშნულია, რომ სებ-ი სსფ-ს ამის გაკეთების პირობას აძლევს. ასე გრძელდება უკვე 7 წელია, მაგრამ ეროვნული ბანკი ამას ან ვერ, ან არ აკეთებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია