სამებაში წყლის კურთხევა მიმდინარეობს

სამებაში წყლის კურთხევა მიმდინარეობს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ამ წუთებში წყლის კურთხევა მიმდინარეობს. წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალკურთხევის დროს პატრიარქი ჯვარს წყალში სამჯერ ჩაუშვებს, როგორც ეს მოხდა უფლის იორდნეში ჩასვლისას. ნაკურთხი წყალი შემდეგ ტაძარში მყოფ მრევლს შორის განაწილდება. პატრიარქი ნაკურთხი წყლით სამების ტაძარს აკურთხებს. ხატებს, საპატრიარქო ტახტს და საკურთხეველს აკურთხებს და მრევლს ასხურებს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წყალკურთხევის რიტუალის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია