უამინდობის გამო საქართველოს სამივე ნავსადგური დახურულია

უამინდობის გამო საქართველოს სამივე ნავსადგური დახურულია

უამინდობის გამო საქართველოს სამივე - ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები დახურულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნანუკა აროშიძემ განუცხადა.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს ზღვაზე გემების უსაფრთხო მიმოსვლას. ამინდის გაუარესების შემთხვევაში ნავსადგურები იკეტება, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი და განგაშის საფუძველი არ არსებობს. იმ შენთხვევაში, თუ ქარის სიჩქარე კლებულობს, პატარა გემებს ნავსადგურში შესვლის საშუალება ეძლევა. ამ დროისთვის კი საქართველოს სამივე ნავსადგური დაკეტილია", - აღნიშნა ნანუკა აროშიძემ.

აჭარის სანაპირო ზოლზე დღეს 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმძლავრე 3 ბალს აღწევს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია