"გუგული მაღრაძე წამოხტა და გიტარით ხელში ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა" - ჯაჭვლიანი "ოცნების" ქეიფის უცნობ დეტალებს ყვება

"გუგული მაღრაძე წამოხტა და გიტარით ხელში ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა" - ჯაჭვლიანი "ოცნების" ქეიფის უცნობ დეტალებს ყვება

გასულ კვირას პარტია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ პრემიერებთან - ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ახალი წელი საგურამოში აღნიშნეს. შეკრების დეტალებზე გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრა "კვირის პალიტრას":

- საახალწლო სუფრისთვის­ 100-100 ლარი შევკრიბეთ. რა გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" ისეთი, რომ თანხა ჩვენ დაგვადებინა? ეს, ხუმრობით, თუმცა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მეუღლის თანხაც მე დავდე. არადა, საგურ­ამოში მარტო მივედი. როდესაც კოლეგებმა მკითხეს, მეუღლე სად არისო, ვუპასუხე, ცოლმა მითხრა, სირცხვილით როგორ წამოვალ, მსახიობები და რეჟისორები არ ნდომებიათო და კონცერტზე წავი­და-მეთქი. მართლა ასე მოხდა.

- საახალწლო სუფრასთან პოლიტიკურ საკითხებზე თუ ისაუბრეთ?

- დარბაზში ორ 30-კაციან მაგიდასთან ვისხედით. სუფრა რომ მთავრდებოდა და წამოვიშა­ლეთ, ყველა, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი პრემიერები გავაჩერე, და ხუმრობით ვუთხარი: ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა "გადაყრილიაო". ეს რომ გუგული მაღრაძემ გაიგონა, წამოხტა, ვაითუ, სიაში ვერ მოვხვდეო და გიტარით ხელში ბიძინა ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა, თუმცა როდესაც ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანზე დადებითად ისაუბრა, მაშინვე დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.

- ახლა ამ ხუმრობით გუგული მაღრაძის სურვილებს ახმოვანებთ?

- ხუმრობაა, მაგრამ გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს"  განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერსებთ:

სამი პრემიერის ქეიფი მარანში - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდნენ

"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" ქეიფის დეტალებზე სუფრის თამადა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."