"სიყვარული დაშრეტილია, ერთმანეთს არ ვინდობთ"

"სიყვარული დაშრეტილია, ერთმანეთს არ ვინდობთ"

დღესაც, მრავალი "ლიბერალიზმის" კანში შეფუთული ასწავლის, მოძღვრავს, ეკლესიას "იცავს" სასულიერო პირებისგან, იმით, რომ თავად განაქიქებს სიწმინდეს, სასულიერო პირს, ეკლესიას, ტაძარსა და იქ აღსრულებულს მსახურებას. მათგან შეიძლება მოვისმინოთ სიტყვები, მაგრამ საქმეებში არ მივბაძოთ.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია). მეფე მუდამ ხელმწიფებით საუბრობს, ხოლო დაქვემდებარებული მორჩილებით. ერთმანეთისგან სხვაობს მათი სიტყვა. უფალს შეუძლია ხელმწიფებით ისაუბროს, მიაწოდოს მსახურებს, ხოლო მსახურებმა სხვა თანამსახურებს. მათ ვისგან მიიღეს ხელმწიფება გაუგებარია. ზოგჯერ, ამას ვერ გებულობდნენ მწიგნობრები და თავად მეტყველებდნენ ხელმწიფებით. დღევანდელი ფარისევლების მსგავსი არიან პირველი საუკუნის მავნებლებისა. მათ მსგავსად "დაყვებიან" ეკლესიის მესვეურთ და უდარაჯებენ, იქნებ რამეში შეცდნენ. სიყვარული დაშრეტილია, ერთმანეთს არ ვინდობთ, გაიცვითა ყოველგვარი ნიჭი სიყვარულის ძაფთან მაკავშირებელი. საუბრის დაწყებისთანავე შეამჩნევ, რომ მას არ უყვარს პიროვნულად ეკლესია, მას არ უყვარს ეკლესიის მეთაური (ამ შემთხვევაში პატრიარქზეა საუბარი, რადგან უწმინდესზე "ლიბერალები" ხშირად ამოადენენ უწმინდურების ჩანჩქერს), შეუძლებელია ასეთი ადამიანი სიყვარულზე მეტყველებდეს, როცა აუტანლობა რჯულად ექცა. უფალი სიყვარულით ასწავლის, ამიტომაც არის გამორჩეული "ლიბერალებისგან", თანამედროვე მწიგნობრებისგან მისი სიტყვა წმინდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია