პროკურატურა მზად არის ბიძინა კუჭავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს

პროკურატურა მზად არის ბიძინა კუჭავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს

პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს, - ამის შესახებ მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"აღნიშნული მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოძიების დასრულებამდე, უშუალოდ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დარწმუნდნენ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადების თანახმად, პროკურატურა აპირებს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახთან და ადვოკატთან, ასევე ვახტანგ ქირიას ოჯახთან, რათა დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."