"ეს მარტო ჩვენ გვეცოდინება" - რა საიდუმლოს შენახვა "სთხოვა" კალაძემ გიორგი გაბუნიას

"ეს მარტო ჩვენ გვეცოდინება" - რა საიდუმლოს შენახვა "სთხოვა" კალაძემ გიორგი გაბუნიას

გადაცემა "არჩევანში" "გაზპრომთან" მოლაპარაკებების თემას განიხილავდნენ. პირდაპირ ეთერში ჩაერთო ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელმაც მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

"არანაირი კონსულტაციები არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან.

კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკური გუნდის წევრებთან. ვფიქრობ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ კარგად ხედავს არსებულ სიტუაციას. მესმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული საზოგადოება გარკვეულ საფრთხეებს ხედავს, მაგრამ ერთერთი მათი მხარდამჭერი ექსპერტი, რომელიც ერთერთ უნივერსიტეტში არის დეკანი, ამბობს, რომ საქართველოსტვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თუ ამ სტრატეგიულ მილსადენს მივყიდით გაზპრომს... ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში როგორი დამოკიდებულება იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ისინი აქტიურად საუბრობდნენ რომ ეს მილსადენი გაეყიდათ და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ეს იქნებოდა მართლაც ქვეყნის ღალატი და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები -ამერიკა, ეს მილსადენი დღეს იქნებოდა გასხვისებული.

გაბუნიას კითხვაზე აპირებს თუ არა ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მისვლას და დეპუტატების კითხვაზე პასუხის გაცემას? - კალაძე პასუხობს, რომ მისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება გაზის ფასის ზრდის მოსალოდნელ გაზრდას, ენერგეტიკის მინისტრი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არანაირი ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. "მე გამოვრიცხავ რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს",-აღნიშნა კალაძემ.

წამყავნის კითხვას: როდის გაიმართება შეხვედრის შემდეგი რაუნდი და დაესწრება თუ არა კალაძე ამ შეხვედრას მინისტრი პასუხობს, რომ  მოლაპრაკების შემდეგი რაუნდი გაიმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში... ეს საიდუმლოდ დარჩება, არავინ არ გაიგებს, მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება".

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."