ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატები და ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი დღეს თბილისის პროკურორს შეხვდებიან

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატები და ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი დღეს თბილისის პროკურორს შეხვდებიან

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ოჯახი, ადვოკატები და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს შეხვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, გარდაცვლილის მეუღლესთან, მარინა ნიკოლოზაშვილთან, დამოუკიდებელ ექსპერტთან და ადვოკატებთან შეხვედრა შაყულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

კუჭავას მეუღლე და ადვოკატები თბილისის პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე მივლენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ