"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"

"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"

2015 წელს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცით მგზავრთა რეკორდულმა რაოდენობამ ისარგებლა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 12, 57%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება და რეგულარული, თუ ჩარტერული რეისების რაოდენობაც. 2015 წელს მოიმატა ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რიცხვმაც. ქართულ ავიაციაში დღეს არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო პერსპექტივებზე "ბიზნესპრესნიუსი" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს გურამ ჯალაღონიას ესაუბრა:

- ბატონო გურამ, თქვენი სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რამ გამოიწვია ეს ზრდა?

- 2015 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურნენ 2 261 006 მგზავრს, ასეთი ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მართლაც პირველად დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ძირითადი მიზეზით: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადმა საგრძნობლად მოიმატა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის ავიაკომპანიები უცვლელად და შეფერხების გარეშე ახორციელებდნენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თურქულმა ავიაკომპანიამ - "პეგასუსმა" - ერთი ახალი მიმართულებაც კი დაამატა - სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით. აუცილებლად უნდა შევეხო ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრთნაკადის 44%-იან ზრდასაც - ყოველივე ამას საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი მოჰყვა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია