ხის სათვალეების შექმნის იდეა ლევან ლაშქარაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იდეისთვის ხორცშესხმა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო და პირველი ნიმუშები შექმნა.
ასე გაჩნდა L Wood.
სახელოსნოს მოწყობაზეც თავად იზრუნა. სახელოსნოში, რომელიც სახლში აქვს, ძირითადად მარტო მუშაობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დამხმარეებიც ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, არასდროს უცდია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ან ფონდებიდან ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება.
სამუშაო მასალა: სათვალეების შესაქმნელად საჭირო მასალები უცხოეთიდან ჩამოდის. მინები იტალიურია. ხეები მრავალფეროვანი: აფრიკული კაკალი, ზეთისხილი და სხვა. ყველა მასალა აბსოლუტურად ნატურალურია. ხე კლიენტის სურვილის მიხედვით ირჩევა: თეთრი ხე, წითელი, შავი...
ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. ასევე ის ფაქტი, რომ სათვალეები ხელნაკეთია. კოლექციის გაკეთების დროს, სათვალეების დიზაინს ლევან ლაშქარაშვილი ქმნის, თუმცა განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს: ”თუ მოდის მსურველი, რომელსაც სათვალის ექსკლუზიური ფორმა სურს, ან თვითონ აქვს დიზაინი, ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნების გათვალიწინება მიწევს”, - აღნიშნავს ლევან ლაშქარაშვილი.