პროკურატურამ საქმე თამაზაშვილისა და ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრა?!

პროკურატურამ საქმე თამაზაშვილისა და ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრა?!

შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალი არ ცხრება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა, არაერთ სკანდალურ საქმეს დაუდოს საფუძველი. "კვირის პალიტრას" ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე­ ესაუბრა.

- ეს არის პოლიტიკური მიზნებით დაწყებული პროცესი და სამართლიანობას ან იურიდიულ მტკიცებუ­ლებებს არ უკავშირდება. ჩემი აზრით, ყველაფრის წამომწყები ალეკო ელისაშვილიც იმ მოძრაობაშია ჩართული, რომელიც­ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფისთვის ათავისუფლებს სარბიელს. ამ შემთხვევაში მისი მიზანია პოლიტიკური ფიგურების ჩარეცხვა სხვებისთვის ადგილების გასათავისუფლებლად...

- "ქართული ოცნების" სიაში უთავისუფლებენ ვინმეს ადგილს, თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მზადდება­ არენა?

- ეს პროცესი "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთო ვერ იქნება. ყველაფერი ხდება იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც "ქართული ოცნების" ჩაჩოჩებას ცდილობს. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ, სხვა პოლიტიკური ძალა მყავს მხედველობაში, თუმცა, ჯერჯერობით მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ... ამასთან, არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტ­იკური ძალის შექმნასაც, რომელსაც სათავეში სწორედ ალეკო ელისაშვილი ჩაუდგება. მისი პოლიტიკური კეკლუცობა ამას მოასწავებს. კიდევ არიან ადამიანები, რომელთა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადანაცვლება შიდა განხილვის საგანია, თუმცა, თუ ისინი მართლაც ასეთი ბინძური მეთოდებით მოვიდნენ, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანენ.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ