ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4317 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4317 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4317 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4317 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4280 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6583 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6448 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0135 ლარი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია