ცუდი სეზონი ზამთრის კურორტებზე - ცარიელი სასტუმროები და მკვეთრად შემცირებული დამსვენებლები

ცუდი სეზონი ზამთრის კურორტებზე - ცარიელი სასტუმროები და მკვეთრად შემცირებული დამსვენებლები

მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა - საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მანათის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონიდან ნაკლებ მოგებას ელიან.

გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია. "ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. მინიმალური ფასები დავადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე. მისი თქმით, დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.

წინა წლებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია გუდაურში მდებარე სასტუმრო "ედელვაისშიც". მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასი გასულ წელთან შედარებით შეამცირეს, თუმცა დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო.

აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო "ვერე პალასის" მენეჯერიც. მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორების დიდ ნაწილს ყოველწლიურად აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. დამსვენებლების ნაკლებობის გამო, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასი "ვერე პალასი ბაკურიანმაც" შეამცირა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია