თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

თბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატო I მიკრორაიონის, ბედიას, მინდელის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის, ეულის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, კახიანის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, უიარაღოს, მესხის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, ღუდუშაურის, დადიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ლაღიძის, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია