"რომელი რემბო მე მნახეთ" - თამაზ მეჭიაურის პირველი კომენტარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ

"რომელი რემბო მე მნახეთ" - თამაზ მეჭიაურის პირველი კომენტარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ

თამაზ მეჭიაური - არავისთვის ხელი არ დამირტყამს, რომელი რემბო მე მნახეთ დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს. "არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ ისიც არ ვიცი", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.

აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას მან განმარტა ისიც, რომ პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არც რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ და არც იმპორტიორები.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თამაზ მეჭიაურს, რომელიც პარლამენტში მივიდა, აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."