მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემსრულებლების მოტივი ანგარებაა.

როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს.

"შემსრულებლების მხრიდან მოტივი არსებობს და მოტივი ანგარებაა. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ორ ბრალდებულზე, რომლებმაც უშუალოდ შეასრულეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა და მათი მოტივი გასაგებია, ანგარებით არის ეს ყველაფერი ჩადენილი და შეკვეთით, მაგრამ რაც შეეხება დამკვეთებს, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე. შემსრულებლების მოტივი განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ პირებს, დამეტოვს და დოევს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანთან. მათ არ აკავშირებდა არც პირადი ურთიერთობა, არც მეგობრობა და არც ბიზნეს ინტერესები, ბიზნესკავშირები. დამკვეთებთან მიმართებაში გამოძიება მუშაობს, გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ალბათ ძალიან მალე ჭეშმარიტებას დავადგენთ და საზოგადოებას ასევე დეტალურად წარვუდგენთ ყველა ინფორმაციას", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიების ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც გაამხილა. იარაღი, რითაც ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულებს საზღვარზე არ შემოუტანიათ, იგი საქართველოში მოიპოვეს, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

როგორც მან განმარტა, გამოძიების ინფორმაციით, იარაღი თბილისშივე გადააკეთეს, დაამაგრეს კუსტარული მაყუჩი.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

იხილეთ ვიდეო:  იარაღი, რითაც ბესო ხარძიანი მოკლეს, ცეცხლსასროლი არ იყო - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ