რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"

რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"

თითქმის ყველას ოჯახშია სალოცავი კუთხე. ხშირად გვიფიქრია, სად წავიღოთ სანთლების ნამწვავი, ან დროთა განმავლობაში დაზიანებული ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები, წიგნები. საერთოდ, როგორ უნდა მოვექცეთ საეკლესიო ნივთებსა თუ ჯვრის გამოსახულებიან სამკაულებს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მაღაზიებში ხატებისა და ჯვრების დიდი არჩევანია. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ახალ საეკლესიო ნივთს ვყიდულობთ?

- სახლში წმინდა ადგილი, წმინდა კუთხე უნდა გვქონდეს, სადაც განვათავსებთ ნაყიდ სიწმინდეს და შეგვეძლება ლოცვა. სანამ სახლში მივიტანთ, აუცილებლად ვაკურთხებინოთ მოძღვარს.

- ზოგჯერ ჯვარი ან ხატი დროთა განმავლობაში ზიანდება. რა მოვუხერხოთ მათ, სად წავიღოთ?

- ტაძრებში სპეციალურად აქვთ დაზიანებულ სიწმინდეთა დასამარხი კუთხე. ადრე წმინდა წერილი როდესაც იცვითებოდა, სპეციალური წესით "ასაფლავებდნენ" ხელნაწერებს, რასაც "პერგამენტთა დამარხვის" რიტუალი ეწოდებოდა. დღესაც, ანალოგიურად, უნდა არსებობდეს ტაძრებში სიწმინდეთა სამარხი, თუ მათი აღდგენა ვერ ხერხდება დაზიანების გამო.

- როცა სახლში ნამწვავი სანთლები გვრჩება რა მოვუხერხოთ მათ?

- თუ სახლში არ გვაქვს წმინდა ადგილი, სადაც შეგვიძლია დავწვათ, მაშინ ვთხოვოთ ეკლესიაში, რომ მიუმატონ იმ ნამწვავებს, რომელიც თავად რჩებათ.

- საკმაოდ ბევრი საეკლესიო აქსესუარი იყიდება - სამაჯურები, ბეჭდები წარწერით "უფალო შეგვიწყალენ", ყელსაბამები ფსალმუნებით... რამდენად საჭირო ან აუცილებელია მათი ტარება? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია