"მკვლელი არასდროს ვყოფილვარ" - სნაიპერი ქალი 25-წლიანი სტაჟით

"მკვლელი არასდროს ვყოფილვარ" - სნაიპერი ქალი 25-წლიანი სტაჟით

"საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემმა ახალგაზრდობამ აქ გაიარა და, იმედი მაქვს, სიბერესაც აქ გავატარებ. ვამაყობ, რომ ქართველი ლიტველი ვარ და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ეს არის ჩემი სამშობლო, აქ დაიბადნენ ჩემი შვილები", - ამბობს ეროვნებით ლიტველი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაიმა ლაბანაუსკაიტე, რომელსაც სნაიპერის 25-წლიანი სტაჟი აქვს და წლების განმავლობაში მუდმივად ცხელ წერტილებში უწევდა პროფესიული მოვალეობის შესრულება.

- რატომ აირჩიეთ ქალისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური და რთული პროფესია?

- დედა სამამულო ომის დროს სადესანტო შენაერთში მსახურობდა. უახლოესი მეგობარი ჰყავდა სნაიპერი, სწორედ მან გამი­ჩინა სროლის ინტერესი. ავღანეთის შემდეგ­ ლენინგრადის პოლიციის აკადემიაში კურსანტებს ვამზადებდი. 1989 წლიდან მუდმივად მიწევდა ცხელ წერტილებში ყოფნა. ვიყავი ფერღანაში, თურქი მესხები რომ დაარბიეს. ცხოვრებაში ყველაფერი მინახ­ავს, მაგრამ რაც იქ ვნახე, ისეთი არსად.­.. მერე მოსკოვში დავბრუნდი და მოვხვდი ოპერატიულ დივიზიაში. ამ დროს ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ - ჩერნობილში მსახურობისას დედა დაავადდა და ექიმებმა კლიმატის გამოცვლა ურჩიეს,­ მშობლებიც აფხაზეთის სოფელ აგუძერაში­ დასახლდნენ. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო,­ მოსკოვში შევიტყვე. პანიკაში ჩავვარდი. მოსკოვში რუსები მინერგავ­დნენ აზრს, რომ ქართველი ბოევიკები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ აფხაზებს. სასწრაფოდ ჩავფრინდი სოხუმში. საბედნიეროდ, მშობლები ცოცხლები დამხვდნენ. მათი მოსკოვში წაყვანა მოვინდომე, მაგრამ უარი მივიღე და მეც აფხაზეთში დავრჩი.

1992 წლის 16 აგვისტოდან საქართველოს არმიაში, კონკრეტულად კი ეროვნულ გვარდიაში შევედი, სხვათა შორის, რუსეთი დიდხანს და საფუძვლიანად მეძებდა, მაგრამ მოვახერხე და გავქართველდი. არც ვნანობ. ბევრი სიკეთე მახსოვს დოდო გუგეშაშვილისგან, რომელიც ომის დროს გავიცანი აფხაზეთში. 1992-დან 2005 წლამდე ვმსახურობდი ეროვნულ გვარდიაში, "თეთრ არწივში", გია ყარყარაშვილთან. სნაიპერის 25-წლიანი სტაჟი მაქვს (ახლახან აღვნიშნეთ გვარდიის 25-ე წლისთავი).

- მიზანში ყოველთვის ახვედრებდით, თუ წარუმატებლობაც გქონიათ?

- თავს არ ვიქებ, მაგრამ წარუმატებელი მცდელობა არასდროს მქონია. ამ პროფესიისთვის ხომ ინსტიტუტში მამზადებდნენ. თანაც, სნაიპერისთვის ერთი ტყვია, ერთი გასროლა და ერთი მოკლული არსებობს. ოღონდ მკვლელი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ჩემი სამუშაოს სპეციფიკით ვმუშაობდი. კრიმინალებს არასდროს შევკვრივარ, თუმცა თანხის სანაცვლოდ შემოთავაზება არაერთხელ ყოფილა. ვარ სამხედრო, მსროლელი და უნდა ვიმუშაო მხოლოდ ომის დროს. ყოველთვის ვცდილობდი, სამოქალაქო პირები არ დამეზარალებინა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია