რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის მესამე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ცენტრს სამინისტროსგან დამატებით, 10-ზე მეტი მანქანა გადაეცა. მათ შორის დავით სერგეენკოს პირადი ავტომობილი, რომლითაც მინისტრი გადაადგილდებოდა.
24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებია: "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" - მის: წინამძღვრიშვილის ქ.57; კლინიკა "მედსი" - მის: ქიაჩელის ქ.N18; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29 და კლინიკა "მედკაპიტალი" - მის: გლდანი, ვეკუას ქ.N18.