სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.50 ლარი ღირს

სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.50 ლარი ღირს

სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.50 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.45-2.48 ლარის ფარგლებში იბარებენ.

გუშინ საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.

17 წლის წინ, 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ, დღემდე ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.5130 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4370 ლარად. "ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5150 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4280 ლარს მიიღებს. რაც შეეხება "ქართუ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4900 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4400 ლარად არის შესაძლებელი.

ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 25 იანვარს დადგინდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია