უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ითოვებს მთაში, მაღალმთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე.
"იქნება დაბალი ტემპერატურა, მთებში და მაღალმთებში – ქარბუქი. თოვლი იქნება ხვალ და ზეგ. 26 იანვარს თოვლის ინტენსივობა შემცირდება და ზოგან შეიძლება შეწყდეს კიდეც. 26-27 იანვარს ყინვებიც გაძლიერდება", - აცხადებს ჰიდრომეტეოლოროგიური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე ინფირმაციით, 27 იანვრიდან გამოიდარებს, მაგრამ ნალექი მაინც დარჩება.