შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს ქედის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა სოფელ ცხემნაში, კლდიდან გადმოვარდნილი შვლის ნუკრი გადაარჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კლდიდან გადავარდნილ შვლის ნუკრს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

"შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა ქედის სამაშველო ჯგუფი. შვლის ნუკრს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები. მაშველების მიერ ადგილზე გამოძახებული ვეტერინარის მიერ შველს გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც მაშველებმა შვლის ნუკრი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გადასცეს", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია