"თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

"თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

შპს "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გვან ღამითვე მოინახულა. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. მოქმედებს შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელი ხაზიც: 2 61 90 50.

შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია