"ორი კვირის წინ გვქონდა ბოლოს კონტაქტი" - ხვიჩა გობაძის მამა

"ორი კვირის წინ გვქონდა ბოლოს კონტაქტი" - ხვიჩა გობაძის მამა

ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლის, ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გობაძის მამამ ილია გობაძემ განუცხადა, ოჯახთან კონტაქტი სირიაში წასულ შვილს ბოლოს ორი კვირის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ინტერნეტით გაიგო.

"ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დაზუსტებით არაფერი ვიცით. ინტერნეტით გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ორი კვირის წინ გვქონდა ბოლოს კონტაქტი. ვთხოვთ ყველას, თავი დაანებონ ჩვენს ოჯახს", - აღნიშნა ილია გობაძემ.

გობაძეების ოჯახი ბათუმთან ახლოს, სოფელ ახალშენში ცხოვრობს. "ინტერპრესნიუსი" მამას სწორედ მათ საცხოვრებელ სახლთან ესაუბრა.

იხილეთ ვიდეო:  "შეიძლება მეც დამიჭირონ" - ხვიჩა გობაძის მამის პირველი კომენტარი შვილის დაღუპვის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია