ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?

ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლარის მიმართ ისე გაუფასურდა, რომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი "გააუმჯობესა". ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2,4694 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი გაცვლითი კურსი 1 დოლარისთვის 2,50 ლარსაც კი აჭარბებს. არსებ­ობის 20 წლის თავზე ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი ექსპერტები ლარის გაუფასურებას კიდევ ელიან.

ეკონომისტები ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საგარეო ფაქტორების ჩამოთვლისას განსაკუთრებით გამოყოფენ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ლარზე ზეწოლას, ძირითადად, ახდენს შემდეგი საგარეო ფაქტორები: ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გავლენა აზერბაიჯანსა და რუსეთზე, გაუფასურებული მანათი და რუბლი, აგრეთვე უკრაინული გრივნა და თურქული ლირა, შემოსული ფულადი გზავნილებისა და ინვ­ესტიციების შემცირება, გაძვირებული იმპ­ორტი და ექსპორტის შემცირება. საგარეო ფაქტორების გარდა, ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად შიდა პრობლემებსაც ასახელებენ. ისინი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, ახლა მაინც იმუშაონ ერთად და ხისტი პოლიტიკა წარმართონ - გააკონტროლონ მიმოქცევაში ლარისა და უცხოური ვალუტის თანაფარდობა, შეამცირონ მიმოქცევაში ლარის ბანკნოტები, რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ გააკეთა და ლარის კურსი შეინარჩუნა.

ეკონომისტების ნაწილი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, გაზარდოს დოლარის ინტერვენციების მოცულობა, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია