ბეჟან გუნავა – დღეს გამოჩნდება, ბატონი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, თუ ბიძინა ივანიშვილის

ბეჟან გუნავა – დღეს გამოჩნდება, ბატონი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, თუ ბიძინა ივანიშვილის

დღეს გამოჩნდება ბატონი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, თუ ბიძინა ივანიშვილის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი საქართველოს" წევრმა ბეჟან გუნავამ პრემიერ-მინისტრისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობის მეთაურთან საუბარი საარჩევნო საკითხებს შეეხება, რის კონტექსტშიც საკუთარ პოზიციას გააცნობენ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და მოხდეს რეგიონულ- პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

"გარკვეული მოლოდინი გაჩნდა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრია ბატონი კვირიკაშვილი, თუ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი; როგორი პოლიტიკური ნებაა "ქართული ოცნების" მხრიდან და რას გვეტყვის ბატონი პრემიერ-მინისტრი, ამაზეა საუბარი", - განაცხადა გუნავამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."