თბილისში მდინარე მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან "აფხაზეთთან" შენიშნეს. ადგილზე მყვინთავები და მაშველები მუშაობდნენ, რომელთაც მდინარიდან გარდაცვლილის ამოყვანა მოახერხეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.