მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი მოქალაქე წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა იმის შესახებ, რომ 1991 წელს დაბადებული თორნიკე ტ. თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა და საჭიროებდა შველას. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის და მდინარე მტკვრის წყალზე სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს და უვნებლად გადაიყვანეს მისთვის უსაფრთხო ადგილას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."