დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

კახეთში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსისთვის.

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინაარმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

ინტენსიური თოვის გამო მთელი ღამის განმავლობაში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უამინდობის გამო, ამ დრომდე რეგიონის 26 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია