ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა

ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა

მედიკამენტები ისევ გაძვირდა, ამჯერად რიგში დენის ტარიფი და პურია. წისქვილკომბინატებში აღნიშნავენ, რომ არსებულ ფასს ძველი მარაგის ხარჯზე ინარჩუნებენ. ახლო მომავალში ან ფქვილი უნდა გააძვირონ ან წარმოება გააჩერონ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 3 მსხვილი წისქვილკომბინატი უკვე გაჩერდა და რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური სიმშვიდით ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

ჯერჯერობით, ფასების კორექტირებაზე არ მსჯელობენ ენერგოობიექტებში, მაგრამ აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ტარიფის გაზრდის საკითხი ისევ დადგება. მით უფრო, რომ ახლა ზამთრის პერიოდია და ქვეყანა საკმარისად არის დამოკიდებული თბოსადგურებსა და დენის იმპორტზე.

ახალი წლიდან თბოსადგურების ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4 ლარის ნიშნულზე განისაზღვრა. "მტკვარი ენერგეტიკას" დირექტორი დევი კანდელაკის განცხადებით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ კურსი არ დასტაბილურდა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ზრდის მიმართულებით ისევ მოსალოდნელია. "ახლო მომავალში ცვლილებები არ იქნება", - ამბობს კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ზაფხულში დენის ტარიფი, საშუალოდ, 4 თეთრით გაძვირდა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია