"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი

"ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - თბილისელი პატრულის გმირობის ამბავი

გასული წლის სექტემბერში ორმა პიროვნებამ გურამიშვილის გამზირზე "პროკრედიტბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, 100 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა, თუმცა მათ მიზნის სისრულეში მოყვანა არ დასცალდათ. 32 წლის იოსებ წეველიძემ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეიარაღებული ყაჩაღები განაიარაღა. 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის 12 პოლიციელი დააჯილდოვა. მათ შორის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ წაველიძეც, რომელმაც "კვირის პალიტრას" მომხდარის დეტალები უამბო.

იოსებ წეველიძე:

-2009 წლიდან ვმუშაობ შსს-ს უწყებაში და ეს პირველი ჯილდოა ჩემთვის. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ამბავი 18 სექტემბრის მოვლენას, კერძოდ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "პროკრედიტბანკის" ფილიალში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება, რასაც ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად შევესწარი. ბავშვთან ერთად მოვდიოდი გურამიშვილის გამზირზე და მეტრო "ღრმაღელესთან" დავინახე, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი გარბოდა ფულით სავსე პარკებით ხელში. ვიღაცამ მითხრა, რომ "პროკრედიტბანკზე" მოხდა თავდასხმა და ფული გაიტაცესო. ბევრი ფიქრის დრო არ იყო, ჩემი 3 წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე. მოვუწოდე მათ, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მომიბრუნდნენ და იარაღი დამიმიზნეს. მეც ამოვიღე ჩემი სამსახურეობრივი ტაბელური იარაღი და ჰაერში რამდენჯერმე გავისროლე. ამ დროს ერთ-ერთს ხელიდან ნაყაჩაღარი ფულით სავსე პარკი გაუვარდა და მის ასაღებად რომ დაიხარა, იმ წამსვე დავაკავე. ჩემთან ერთად ყაჩაღებს კიდევ ერთი ადამიანი მოსდევდა, რომელიც მეორე თავდამსხმელის განიარაღებაში დამეხმარა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, იგი ბანკის დაცვიდან იყო. როგორც კი ყაჩაღები დავაკავეთ, ჩემი ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე. 5 წუთში დამნაშავეებს უკვე ბორკილები ედოთ.... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ