ახლადდაქორწინებული თიკა მახალდიანისა და მისი მეუღლის, თემო პირველაშვილის ფოტო საძინებლიდან "ფეიბუქში" აქტიური განხილვის თემად იქცა. მომღერალი უარყოფითი კომენტარების ავტორებსა და იმ ინტერნეტ-გამოცემას აკრიტიკებს, რომელმაც ფოტოს გამოქვეყნება "გაანიუსა".
"ამ სტატიის ავტორი მინდა რო დაიჭირონ! და ცენზურის გამო სამუდამო პატიმრობა მიცენ, რო ესეთი ამბავი ატყდა. სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე", - წერს მომღერალი და სტატუსის კომენტარებში თავად აქვეყნებს "სკანდალურ" ფოტოს.
იხილეთ ასევე: "თიკა მახალდიანის სურათი საძინებლიდან, ინგრევა ფეისბუქი... შესვით ახლა ვირზე უკუღმა და გამოუტანეთ განაჩენი" - ინგა გრიგოლია

"აი ამ ფოტოზე ამბავი ატყდა)))))) ეს როგორ დავდეთ"
