ავტორი:

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის შვილებს სტიპენდია დაენიშნათ. გურული დღიურების ფონდის სტიპენდია ნინი ჯაფარიძის სახელობისაა - ის ჟურნალისტი და "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი იყო და 30 წლის ასაკში, მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

"დღეიდან ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის მეორე შვილიც გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატია. მის დას უკვე დავუნიშნეთ სტიპენდია რამდენიმე დღის წინ. ეს ბიჭუნა თქვენ სულისშემძვრელი ვიდეოდან გაიცანით და გახსოვთ - მეორეკლასელი გიორგი ნაჭყებია სამტრედიიდან. საოცარი ამბავი ის არის, რომ ეს სააპრილო სტიპენდია, გადაწყვეტილი გვქონდა ნინი ჯაფარიძის სახელობის ყოფილიყო და იქნება კიდეც - შარშან მშობიარობის გართულებისას გარდაცვლილი შესანიშნავი გოგონასი, რომელთან ერთადაც წიგნის ჩუქების დღეზე ვმუშაობდით.

შვილი, საბედნიეროდ გადარჩა, გვარად ისიც ნაჭყებიაა. ამაზე სულაც ახლა, ამ სიახლის წერისას დავფიქრდი. მაშინ მე გარდაცვლილ ნინის დავპირდი, რომ აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს 23 აპრილის წიგნის დღისთვის.

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და გავიყვანთ ფონს. მოკლედ- გიორგი ნაჭყებია - გურული დღიურების ფონდის ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიატი. ამჯერად შემომწირველი - ჯგუფ "წიგნის ჭიების" სახელით - ბექა ერიაშვილი. გვიგულეთ გვერდით" - წერს გიორგი კეკელიძე.

"მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დედაზე და რას ურჩევს საზოგადოებას

"ვისაც გგონიათ, რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!" - რას წერს გოგონა, რომელიც შაქარაშვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, ფეხბურთელს მოსწონდა

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"