მეჭიაური ქადაგიძეზე: "თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს"

მეჭიაური ქადაგიძეზე: "თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს"

"თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს," - ასეთი განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ მას "თავის დროზე დანაშაულებების გამო პასუხი არ აგებინეს".

"ჩვენი ბრალია, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევს. თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს. ის იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი განცხადებები კი არასერიოზული და კომიკურია. ამას ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, ჩვენ რომ მას ამდენის უფლება მივეცით, როცა ჩაფლული იყო ათას სიბინძურეში და ჩვენ ეს ყველაფერი ვაპატიეთ," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."