"პურის რიგი ბათუმში. 65 თეთრიანი პური დღეს 1 ლარი ღირდა" - მესამე დღეა ქალაქის უმეტესი უბნებიდან ნაგვი ვერ გააქვთ

"პურის რიგი ბათუმში. 65 თეთრიანი პური დღეს 1 ლარი ღირდა" - მესამე დღეა ქალაქის უმეტესი უბნებიდან ნაგვი ვერ გააქვთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში თოვლიან ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს...

"პურის რიგი ბათუმში. 65 თეთრიანი პური დღეს 1 ლარი ღირდა", - წერს თარგამაძე.

"აი ესეც ბათუმია დღეს. ხაბაძე და მერი კაბინეტებიდან იძლევიან რეკომენდაციებს, დახრილი სახურავების სისხლოვეს ნუ ჩაივლითო. გარეთ არც გამოსულან", - წერს თარგამაძე ფოტოს კომენტარებში.

ბათუმის ქუჩებში გზების მოყინვის გამო გადაადგილება გართულებულია. როგორც "ამბები.გე"-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცენტრალური ქუჩები ნაწილობრივ გაწმენდილია, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე, ძველი ბათუმის ტერიტორიასა და პერიფერიებში მოძრაობა შეფერხებულია. პრობლემები შეიქმნა სანდასუფთავების მანქანების გადაადგილების მხრივაც, რის გამოც მესამე დღეა ქალაქის უმეტესი უბნებიდან ნაგვის გატანა არ მოხერხდა. ბათუმის მასშტაბით ტროტუარები არ გაწმენდილა.

ორდღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმში სასწავლო პროცესი ოთხი სკოლის გარდა, ყველა სასწავლო დაწესებულებაში აღდგენილია. ქალაქის 310 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ბათუმში აღარ თოვს, ტემპერატურა 0 გრადუსია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია