რატომ მოუხსნეს ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა?

რატომ მოუხსნეს ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების ოჯახს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ იცავს. ყოფილი პრემიერის მამა ტარიელ ღარიბაშვილი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც დაცვის თანამშრომლებმა მათი საცხოვრებელი სახლი დატოვეს.

ეკუთვნოდათ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვის გამოყოფა შვილის თანამდებობაზე ყოფნისას და შემდგომ პერიოდში? ამის შესახებ "ალიას" იურისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა:

- ყოფილი პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ მალევე მოეხსნათ სახელმწიფო დაცვა მის მშობლებს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ნაბიჯით ღარიბაშვილი საბოლოოდ "მიჭირხნეს". თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა თუ სხვა რამე ხდება?

- დიახ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ და დიახ, ეს არის კანონით გაწერილი ჩვეულებრივი პროცედურა. მაგ ლოგიკით ყოფილ პრეზიდენტის მეუღლესაც არ უნდა მოხსნოდა პირადი დაცვა, ხომ? სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის მოქმედი პირველი პირების უსაფრთხოებას, ოჯახის წევრები არაა კანონში გაწერილი. ეს დება თანამდებობაზე მყოფი ოფიციალური პირების მიმართ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირდაპირ არის გაწერილი კანონში, შესაბამისად, აქ ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გამონაკლისი მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვერ გაკეთდებოდა, იმიტომ, რომ ამას კანონი არ უშვებს, ისევე როგორც, ასე ვთქვათ, მოქმედი პრემიერის მიმართ იქნება დაშვებული, თუ ამის საჭიროება დადგება.

ლაურა აბრამია

გაზეთი "ალია"

ასევე ნახეთ| "მე წავედი!" - ირაკლი ღარიბაშვილის ვიდეოპაროდიამ სოციალური ქსელები გაამხიარულა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."