სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?

სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?

რას წარმოადგენს სინგაპური დღეს? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან სინგაპური ისევე განუმეორებელი და მრავალსახოვანია, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიკროსკოპულ რესპუბლიკაში - მისი ფართობი 700 კვ კმ-ზე ცოტა მეტია, მოსახლეობა კი ხუთ მილიონს აჭარბებს.

მსოფლიო მასშტაბით სინგაპური "ეკონომიკური სასწაულის" მაგალითია, რომლის "მამად" ლი კუან იუ მიიჩნევა - ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 40 წლის განმავლობაში სინგაპური "მესამე სამყაროს" ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ აქცია.

დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში სინგაპური წარმოადგენდა პატარა ღარიბ ქვეყანას, რომელსაც მტკნარი წყლისა და სამშენებლო ქვიშის შეტანაც კი უხდებოდა. მეზობელი ქვეყნები მტრულად იყვნენ განწყობილი, მოსახლეობის მესამედი კი კომუნისტების მიმართ იყო სიმპათიით განწყობილი.

დღეს სინგაპური მაღალგანვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკით და ამასთან ერთად დაბალი გადასახადებით. სინგაპურში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსნაციონალური კორპორაციები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში სინგაპურის ეკონომიკამ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიკავა მსოფლიოში მე-5 ადგილი!

სინგაპურს "XX საუკუნის ეკონომიკურ ფენომენს" უწოდებენ იმის გამო, რომ მისმა ეკონომიკამ სწრაფი ნახტომი გააკეთა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების დონემდე. ქვეყანაში განვითარებულია ელექტრონიკის წარმოება (როგორც ცნობილი ევროპული, ამერიკული, იაპონური კომპანიების, ასევე ადგილობრივი კომპანიების), გემთმშენებლობა, ფინანსური მომსახურების სექტორი. მიმდინარეობს მასშტაბური კვლევები ბიოტექნოლოგიების სფეროში.

ლი კუან იუს კარგი განათლების მქონე პრაგმატიკოსის სახელი ჰქონდა. მან საქმიანობა თავისი "პატარა დისნეილენდის" დაცვით დაიწყო და მაღალტექნოლოგიური არმიის შექმნით დაასრულა, რომელიც ბოლო მეცნიერულ მიღწევათა დონის შეიარაღებითაა აღჭურვილი.

ლი კუან იუს მთავრობის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დაფუძნებული იყო სინგაპურის გადაქცევაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად, ასევე უცხოური ინვესტორების მიზიდვაზე.

გაგრძელება

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა