დავით სერგეენკო - გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს

დავით სერგეენკო - გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს.

როგორც სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო 5-6 დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, კერძოდ 24-საათიანი ოჯახის ექიმის ცენტრების გახსნამ, თბილისის სასწრაფო დახმარება 3 000 გამოძახებით განტვირთა, ვინაიდან გაიზარდა ექიმის გასინჯვის მიწვდომადობა და პაციენტები უფრო კვალიფიციურ დახმარებას იღებენ. სერგეენკომ ასევე განმარტა, თუ რატომ ხდება სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეწყვეტა მაინცდამაინც სამი დღით და მაშინ როდესაც დაავადების რიცხვი 20%-ზე მაღალია.

`ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ყველგან ერთბაშად არ ვრცელდება. სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სხვადასხვა ქალაქების სკოლებში აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, როდესაც გაჩნდა მაღალი ავადობა თბილისში, ერთი კვირის შემდეგ მოყვა იგივე ქუთაისში. ამ სიტუაციაში მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა, რომ ერთდროულ შეწყვეტას, არა თუ აზრი არ აქვს, არამედ შეიძლება ჰქონდეს რისკები. შესაბამისად, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ წინასწარ გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ სკოლებში და ბაღებში, სადაც 20%-ზე მეტი იყო ავადობა, შევაჩერეთ სწავლა სამი დღით, იმიტომ ეს არის საშუალო ინკუბაციური პერიოდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპით და მას მოყოლილი გართულებებით გარდაცვლილია 6 ადამიანი, რასაც ჯანდაცვის მინისტრმა ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ექვსივე შემთხვევის უკან დგანან ადამიანები და ოჯახები. მისივე ინფორმაციით, გრიპის ვირუსით საშუალო სიკვდილიანობა ბოლო წლების განმავლობაში 10-12 შემთხვევას შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია