"შვილის დაბრუნებაში დამეხმარეთ"

"შვილის დაბრუნებაში დამეხმარეთ"

ახალგაზრდა ქალი, ნინო ახალაძე სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს თვე-ნახევარია, შვილის პოვნაში დახმარებას უშედეგოდ სთხოვს. მისი ერთადერთი 10 წლის შვილი ქვეყნიდან ქმარმა ისე გაიყვანა, რომ ნებართვაც არ უთხოვია. აცხადებს, რომ ქმარმა და ქმრის ოჯახის წევრებმა ბავშვი, ფაქტობრივად, მოსტაცეს. დარწმუნებულია იმაშიც, რომ განზრახვის განხორციელებაში ქმარს მისი ძმა, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, კახა ძაგანია და მისი ცოლი დაეხმარნენ.

ნინო ახალაძე 4 წელიწად-ნახევარი ქმართან, ბექა ძაგანიასა და შვილთან ერთად საფრანგეთში, კერძოდ - ნიცაში ცხოვრობდა. საქართველოში შვილთან ერთად აგვისტოში ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. ქმართან განქორწინება სურდა და სასამართლოში გაყრის საბუთები უნდა შეეტანა, მაგრამ მოულოდნელად დედას ბავშვი წაართვეს.

ნინო ახალაძე:

- ჩემი ოჯახი 11 წლის წინ შეიქმნა. ვიცოდი, ბექა ნარკომანი რომ იყო, მაგრამ მიყვარდა და ამიტომ გავყევი ცოლად. მეგონა, ოჯახის შექმნის შემდეგ მისი ცხოვრების წესი შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დაქორწინებიდან მალევე პრობლემის წინაშე დავდექი. ხშირად ვკამათობდით, სულ პრობლემები გვქონდა, ბევრჯერ წამოვსულვარ კიდეც მისი სახლიდან. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ბექა საქართველოში არ იყო. 6 თვის იყო ჩემი შვილი, მასთან ერთად იმ სახლიდან რომ წამოვედი. 3 წელი დედაჩემთან ვცხოვრობდი და ვზრდიდი ჩემს შვილს, მერე ისევ შევრიგდით და უკან დავბრუნდი.

- რა იყო კონფლიქტის მიზეზი?

- მისი ცხოვრების წესი. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. მერე ციხეშიც აღმოჩნდა, ნარკოტიკების ბრალდებით დააკავეს. წელიწადი და რამდენიმე თვე იქ გაატარა. ხელი მოწერილი არ გვქონდა, ციხეში პაემანზე რომ მომენახულებინა, ქორწინების მოწმობა იყო საჭირო და ამიტომ ხელის მოწერამ ციხეში მომიწია. 2010 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა ციხიდან. 2011 წლის თებერვალში გადავწყვიტეთ, საფრანგეთში წავსულიყავით და აქაურობას ცოტა ხანი გავრიდებოდით. იქ ჩავბარდით, როგორც დევნილები. სტატუსიც მოგვანიჭეს, დახმარებას ვიღებდით, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. პერიოდულად მეც ვმუშაობდი, საქართველოდანაც გვიგზავნიდა თანხას ბექას ოჯახი. მეტადონის პროგრამაში ჩაერთო, მაგრამ მედატონის პარალელურად, კოკაინს მაინც იღებდა. ბევრჯერ ვიფიქრე იქიდან წამოსვლა, მაგრამ ისევ ვჩერდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდებოდა. მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც ენა იცის. 4 წელიწად-ნახევარი დავრჩი საფრანგეთში, მაგრამ ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი საქართველოში. აგვისტოში ჩამოვედით, არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი უკან თუ არა. ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, ბოლოს უარი ვთქვი დაბრუნებაზე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია