თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიაში ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი 1-ელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავიდა. თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
პაატა ჯაჭვლიანს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.