საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე ომარ ბეგოიძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, იმის მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები, რაზეც გაეროს ადამიანის უმაღლესი კომისარი საუბრობს, არ არსებობს.

"იმას, რაც გაეროს კომისრის განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტებს ვერ დავარქმევ, რადგან მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები არ არსებობს. ერთი კვირის წინ, როდესაც წინასწარი შეტყობინება მივიღეთ, მოვითხოვეთ გამოძიების მასალების გაცნობა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია...

დეტალების გარეშე ვერაფერს დავასკვნით და დავიწყეთ გამოძიება... გაეროს და ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოძიების პროცესში დაგვეხმარონ. ალბათ, მოვითხოვთ დაზარალებულებთან შეხვედრასაც", - აცხადებს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

ომარ ბეგოიძის თქმით, ცნობილია, რომ საჭმლის ან წყლის სანაცვლოდ "იქ სექსმომსახურების შეთავაზება ხშირია".

"ახლა მიმდინარეობს ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა. თუ დამნაშავე რეალურად არსებობს, გამოვლინდება კიდეც და მკაცრად დაისჯება, თუ არა, გაეროს ექნება ზუსტი დასკვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან...

პირველად დადასტურდა, რომ ცილი დასწამეს ქართველებს. სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება იმიტომაც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ცილისწამებასა და პროვოკაციას", - აღნიშნავს ომარ ბეგოიძე.

როგორც ცნობილია, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი გარკვეული ჯარისკაცის მხრიდან ადგილობრივ არასრულწლოვან გოგონებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობს, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ