სახელმწიფო ქართული გამოგონების კომერციალიზაციას გეგმავს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ადრეულ სტადიაზე დაადგინოს კიბო

სახელმწიფო ქართული გამოგონების კომერციალიზაციას გეგმავს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ადრეულ სტადიაზე დაადგინოს კიბო

გამოგონებას, რომლიც ქართულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იქნა მიგნებული, აქვს პოტენციალი, ბევრად სწრაფად, ადრეულ სტადიაზე დაადგინოს კიბო. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ კასრაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევისა და ინოვაციების საბჭოზე პრემიერ-მინისტრთან გაკეთებული პრეზენტაციის შემდეგ, 12 პროექტიდან ექვსი შეირჩა.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების განხორციელების გეგმა და მექანიზმები შევიმუშავოთ, რათა ეს პროექტები შემდეგ სტადიაზე გადავიდეს და სახელმწიფომ ამის კომერციალიზაცია მოახდინოს. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, 12 პროექტი დავიდა 6 პროექტამდე, რომელიც არის პირველადი მნიშვნელობის და იძლევა შესაძლებლობას, სწრაფად მოხდეს საერთაშორისო დონეზე კომერციალიზაცია", - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე თქმით, ამ პროექტებს შორის არის გამოგონება კიბოს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოგონების კომერციალიზაციის პოტენციალი. ერთის მხრივ, ჯანმრთელობის კუთხით ძალიან სერიოზულ ეფექტს იძლევა, სწრაფად სვამს დიაგნოზს იმ სტადიაზე, რომელზეც დღეს არსებული ტექნოლოგიებით კიბო ვერ დგინდება. მარტო აშშ-ში ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარი იხარჯება მხოლოდ დიაგნოზის დადგენისთვის. წარმოვიდგინოთ ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამხელა ინდუსტრიაზე და თანხებზეა საუბარი", - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია