"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე

"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, თუმცა განმარტავს, რომ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ აპირებს.

"ჯერ არაფერი შეიცვლება. წავა ისე, როგორც მიდის. მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას. თუ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ძალიან კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, უკეთესობისკენ ვნახოთ, რა იქნება", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ინტერვიუში გაჩეჩილაძე იმაზეც საუბრობს, თუ როგორ გახდა არხის 55 %-ის მფლობელი და აცხადებს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მეგობრის, გიორგი რუხაძის დახმარებით შეიძინა.

"როგორც იცით, მაკა ასათიანმა ტელეკომაპნიის გაკოტრებზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვიბრძვი, რომ არ გაკოტრდეს "მაესტრო" და ახლა მის გადარჩენაზე მიდის საუბარი. შესაბამისად ვფიქრობ იმასაც, რომ ეს ტელევიზია გახდეს კარგი, როგორც ეს ეკადრება "მაესტროს", დაიბრუნოს თავისი პოზიციები, რაც დაკარგა", - განმარტავს გაჩეჩილძე.

რაც შეეხება გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის შესაძლო გათავისუფლებას, გია გაჩეჩილაძის თქმით, ჯერ არავის გათავისუფლება არ იგეგმება.

"გენერალურ დირექტორად რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობთ. ვინ იქნება, არ ვიცი. შეიძლება დარჩეს ის, ვინც არის. ჩვენი ძირითადი მიზანია, ტელევიზია გახდეს ყურებადი და ისევ მოიპოვოს ის ნდობა, რომელიც ჰქონდა და აუცილებელად ვეცდები, რომ ეს გავაკეთოთ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს.

რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5%-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი - მაკა ასათიანია.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, "გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25% წილი შპს "სტუდია მაესტროს" კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე".

იხილეთ ასევე: "მაესტროში" მაკა ასათიანის მმართველობა სრულდება? - ვინ გადაუფორმა წილები გიორგი გაჩეჩილაძეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია