მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ე.წ. გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10 წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, თუმცა, უწყების განმარტებით, 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათი მოსამართლედ გადანიშვნა ავტომატურად არ მოხდება და მათ კონსურსის გავლა მოუწევთ.

"მოსამართლეობის მსურველ პირებს მოუწევთ კონკურსის გავლა, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც სისტემაში იქამდეც მუშაობდნენ და 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ ანუ ისინი მოსამართლედ ავტომატურად არ გადაინიშნებიან. თუკი კონკურსს გაივლიან მხოლოდ ამ შემთხვევაში, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3 წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ", - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, მოსამართლის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიცია ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე შეცვალეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ