თბილისში ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა

თბილისში ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ეკლესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ეკლესიის პასტორმა ჩარლზ ჰომბლიტზმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სააგენტოს ეკლესიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის გაწეული ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.

საზეიმო ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მრევლს ახალი სამლოცველოს გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ თითოეული რელიგიური ორგანიზაციის აღმსარებლობის თავისუფლება, ადამიანის რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. სახელმწიფო და სააგენტო კვლავაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და განმტკიცებას", - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია