ქეთი დოლიძე: "გრიგოლიას მინდა მივულოცო ახალი "სპონსორები" რომლებიც ახალი სიბინძურეების ჩადენას მოსთხოვენ!"

ქეთი დოლიძე: "გრიგოლიას მინდა მივულოცო ახალი "სპონსორები" რომლებიც ახალი სიბინძურეების ჩადენას მოსთხოვენ!"

"ტვ პირველის"  ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ფესტივალ "საჩუქარის" დაფინანსებას ეხებოდა, რეჟისორი ქეთი დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

როგორც "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში აღინიშნა, გასულ წელს მერიამ ფესტივალი "საჩუქარი" 200 ათასი ლარით დააფინანსა. სოლიდური თანხა გამოყო კულტურის სამინისტრომაც. ეს თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. თუმცა არცერთი უწყება ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"როცა ადამიანი უზნეოა, მასთან პოლემიკას აზრი არა აქვს! ქ-ნ გრიგოლიას მინდა მივულოცო ახალი "სპონსორები" რომლებიც ახალი სიბინძურეების ჩადენას მოსთხოვენ! გიგი უგულავამ ეკა მაზმიშვილს დაუარსა და სამუდამოდ დაუკანონა 750000 ლარი თეატრალური ფესტივალისთვის. არც ახალ მთავრობას და არც ახალ მერს ამ ფესტივალისთვის ხელი არ უხლიათ და სწორადაც მოიქცნენ! გია როინიშვილის ნაირი "ექსპერტები" ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ქ-ნ ინგას არასდროს არც ერთი სპექტაკლი არ უნახავს არც ერთ ფესტივალზე! ა რ ა ს დ რ ო ს.

ის ამ სფეროში სრულიად უვიცია და ეს მის ოღრო-ჩოღრო ქართულსაც ეტყობა! მერიიდან ჩვენ უგულავას ფესტივალისგან განსხვავებით მეოთხედსაც არ ვიღებთ, მაგრამ ინგა გრიგოლიასგან განსხვავებით, დავით ნარმანია, ზურაბ წერეთელი და ია მაქაცარია, უკლებლივ ყველა, ყველა ესწრებიან და ეხმარებიან;

ქ-ნო ინგა, მოახსენეთ თქვენს ნაციონალ სპონსორებს, რომ თქვენ ვინც ბრძანდებით, ყველას კარგად მოეხსენება და რომ თქვენსავით ფული არავის უყვარს საქართველოში! ასტა ლა ვისტა! მშვიდობით!",- წერს ქეთი დოლიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."